ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი საუბრობს, რა შემთხვევაში დაუბრუნდება უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, დროს ვერ დახარჯავენ ისეთ მოლაპარაკებებში, რომლებიც შედეგს ვერ გამოიღებს. ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემასთან ZDF ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდას იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მოწინააღმდეგეს ნამდვილად ექნება ომის დასრულების სურვილი.

“ჩვენ არ გვაქვს დრო ისეთი მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ – არ ვყოყმანობთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით მზად საუბრისთვის, თუ მეორე ქვეყანა მზად იქნება, წერტილი დაუსვას ომს”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.

იტვირთბა....