ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Politico: საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკომისიაში ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს

გაზეთ Politico-ს ცნობით, ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეკომენდაციით გამოსვლას გეგმავს. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, ორშაბათს გამართულ დისკუსიაზე კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მოლდოვისთვის ანალოგიური სტატუსის მინიჭებასაც, საქართველოს კანდიდატურამ კი ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო.

“პოლიტიკოს” ინფორმაციით, ევროკომისიის სხდომაზე ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა, ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად გარკვეული პირობების დაყენება, ანაც, ამ ქვეყნისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის ნაცვლად.

როგორც Politico წერს, სულ მცირე სამი ქვეყანა გამოდის უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. 

უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 23-24 ივლისს, ბრიუსელის სამიტზე გახდება ცნობილი.
იტვირთბა....