უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის პროგნოზით, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა დონბასში რეზერვისტები შეიყვანეს, რუსული მხარის ცოცხალი ძალის დანაკარგებმა ივნისში უკვე შესაძლოა, 40 000-სს გადააჭარბოს.
“რუსეთი დონბასში სარეზერვო ძალების მობილიზებას ცდილობს, მაგრამ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ახლა მათი რეზერვი? როგორც ჩანს, ბრძოლაში ცუდად მომზადებული წვევამდელების ჩართვას შეეცდებიან, მათი, ვინც ფარული მობილიზაციის შედეგად შეაგროვეს. რუსი გენერლები საკუთარ ხალხს საზარბაზნე ხორცად აღიქვამენ, რომ უპირატესობა ცოცხალი ძალის რაოდენობაში, საბრძოლო ტექნიკის რაოდენობაში ჰქონდეთ. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – რუსეთი ჯერ კიდევ ივნისში შესაძლოა 40 000-იან დანაკარგებს გადასცდეს. არც ერთ სხვა ომში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მათ ამდენი ჯარისკაცი არ დაუკარგავთ”, – ამბობს ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში.
ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში დაახლოებით 32 ათასი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.