ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

La Repubblica წერს, როგორ აპირებს უკრაინა ხერსონის ოლქის გათავისუფლებას ოკუპანტებისგან

მიკოლაივის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აპირებს უკრაინა ხერსონის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას.

ვიტალი კიმის თქმით, უკრაინელი მეომრები ეტაპობრივად გაათავისუფლებენ ხერსონის ოლქს, რომ რისკის ქვეშ არ დააყენონ ადამიანების სიცოცხლე. როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაშლილ რელიეფზე მასობრივ მოქმედებებს ვერ წამოიწყებენ.

“თუ ამას გავაკეთებთ, ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ჩვენ ომის და სიცოცხლის სხვა კონცეფცია გვაქვს: რუსები თავიანთ ჯარისკაცებს კლავებ, ჩვენ კი ვცდილობთ, შევამციროთ დანაკარგები. ისინი ისვრიან, ჩვენ სამხედრო ტაქტიკისკენ ვიხრებით”, – ამბობს კიმი.

 

იტვირთბა....