ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

BBC: მოსკოვში “მაკდონალდსის“ ყოფილი რესტორნები ახალი სახელწოდებით გაიხსნა

გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვში “მაკდონალდსის“ 15 ყოფილი რესტორანი დღეს ახალი სახელწოდებით – “ვკუსნო ი ტოჩკა“ გაიხსნა.

ახალი რუსული ბრენდის ხელმძღვანელის, ოლეგ პაროევის განცხადებით, ივნისის ბოლოს 850-ივე რესტორანი, რომელიც რუსული ბაზრიდან McDonald’s-ის გასვლის შემდეგ დაიხურა, ხელახლა ფუნქციონირებას დაიწყებს.

როგორც RIA Novosti წერს, ჯერჯერობით მომხმარებლებს სრულ მენიუზე არ ექნებათ წვდომა. მაგალითად, “ბიგ მაკის” ბურგერი და ნაყინი “მაკფლარი”, რასაც ხელმძღვანელობა რესტორნების გახსნის რეკორდული ტემპით ხსნის.

“მაკდონალდსი”, რომელსაც რუსეთში 62 000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, რუსული ბაზრიდან მას შემდეგ გავიდა, რაც მიმდინარე წლის 24 თებერვალს ქვეყანამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

იტვირთბა....