ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: გამართლებულია თურქეთის შეშფოთება, NATO-ში შვედეთის და ფინეთის მიღებასთან დაკავშირებით

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უსაფთხოების კუთხით თურქეთის შეშფოთება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის და ფინეთის შესვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით, გამართლებულია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 12 ივნისს, ფინეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს არც ერთი მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი.

“ამიტომ, ოფიციალური ანკარას შეშფოთებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ”, – ამბობს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე გამოთქვა. თუმცა, ამისთვის ალიანსის 30-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა აუცილებელი. ოფიციალური ანკარა კი ამ დრომდე არ ამბობს დადებით პასუხს, რასაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ ორი ქვეყნის “არამკაფიო პოზიციით” ხსნის ქურთ ბოევიკებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....