ოპერატიული სარდლობა “Пивдень” ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ხერსონის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დღის აღნიშნავ ღონისძიებაზე, ხალხის თავშეყრის ადგილებში პროვოკაციულ დაბომბვებს ამზადებენ, რომ შემდეგ მომხდარში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულონ.
“მტერი მშვიდობიან მოსახლეობაზე დაპირისპირებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე, აგრძელებს თავდაცვის საზღვრების გაძლიერებას. ხალხის თავშეყრის ადგილებზე იგეგმება დაბომბვა, რომ შემდეგ, ეს ყველაფერი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააბრალონ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარე ყალბ ცნობებს ავრცელებს იმის შესახებ თითქოს, ხერსონში რუსეთის პასპორტების მისაღებად რიგში 4 000 ადამიანია.
“სინამდვილეში, მხოლოდ საოკუპაციო ხელისუფლების ოციოდე დამქაშმა მიიღე ე.წ. გასაქცევი ბილეთი. დანარჩენი ხერსონელები შეგნებულად აიგნორებენ იძულებით პასპორტიზაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.