ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

12 ივნისს დღის ბოლოდან 16 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა და ქარის გაძლიერება.                                                             “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას.

იტვირთბა....