ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მთავარია გაიაზროს, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში – წულუკიანი ზურაბიშვილზე

საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო, რა ნიშნავს, გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში, იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა.  – ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე.

იტვირთბა....