დეპუტატ, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის და ღარიბაშვილის შეხვედრა კატასტროფა იყო.
“ჩემთვის რამდენადაც ცნობილია სანდო წყაროებიდან, ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა იყო სრული კატასტროფა. მიშელმა თქვა ფაქტიურად, რომ პრაქტიკულად ცოტა აკლდა, გაეგდო კაბინეტიდან ღარიბაშვილი, რადგან საოცარი დისონასი იყო შეხვედრაზე.
შარლ მიშელთან ურთიერთობები პრაქტიკულად განადგურებულია ,,ქართული ოცნების” მიერ. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა მოისმინა მისგან, რას ფიქრობს გულწრფელად მიშელი ჩვენს ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე”.- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.