aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: ჟენევაში გადაწყდა, ქართული ეკლესია ძველ კალენდარზე რჩება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ივლისში  მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება ჩატარდება

„ყველაზე დიდი სიმტკიცე მართლმადიდებლობის ერთგულებისა გამოიჩინა საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჟენევაში ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიას კალენდრის შესახებ იყო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილის კალენდარზე რჩება.
„ჩვენ ვიყავით შეკრებილები ჟენევაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური და წარმომადგენელი. კიდევ ერთხელ გამოისახა ის ძალა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთლიანობისა.

მართალია აკლდა სამი მეთაური, სულ არის 15 ავტოკეფალური ეკლესია. ამერიკის ეკლესიას ზოგიერთი არ სცნობს, როგორც ავტოკეფალურ ეკლესიას. ე.ი რჩება 14, რომელსაც მსოფლიოში სცნობენ.

აკლდა ანტიოქიის პატრიარქი, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური და პოლონეთის მიტროპოლიტი. დანარჩენი მეთაურები და დელეგატები იყვნენ.
ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები და კამათი, და კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა და ამით გადაწყვიტეს, რომ ივლისის თვეში ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება. აქ იქნება განხილული, ზოგიერთი საკითხები, ის საკითები რომლებიც იწვევს განსხვავებულ აზროვნებას და მიდგომებს.. რათა არ იქნეს განხილული, მაგალითად კალენდარი, ზოგიერთი ეკლესია ძველი სტილზეა, ზოგი ახალზე, მაგრამ ეს არ არის დოგმატი. ამიტომ, ეს დასაშვებია. ჩვენ როგორც ვიყავით ძველი სტილით, დავრჩებით ძველ სტილზე.

პრესაში იქნება გამოქვეყნებული მოკლე ასახვა ჩვენი შეხვედრისა და თქვენ გექნებათ საშუალება, წაიკითხოთ ეს. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი სიმტკიცე მართლმადიდებლობის ერთგულებისა გამოიჩინა საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ.

მე კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლობის ერთგული, აწ და მარადის. საქართველოს ეკლესია, ის ეკლესიაა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი ნგრევისგან და მომავალშიც ჩვენი ეკლესია იქნება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე“, – ბრძანა პატრიარქმა.

წყარო: ipress.ge

 

იტვირთბა....