[su_quote]არავითარი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას. საზოგადოების დიდი ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა. აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში ასახული ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. [/su_quote]
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას განუცხადა.
ცნობისთვის, ხუნდაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ “თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას”