ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხეში ხანძრის შედეგად ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაშავდა

ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, დამწვრობები მიიღეს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ამბაცუმ ბაბოიანმა და მისმა მეუღლემ.

როგორც “სამხრეთის კარიბჭე” წერს, ხანძრის გაჩენისას სახლში დეპუტატის ცოლ-შვილი იმყოფებოდა, ბაბოიანი კი შინ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს. არსებული ცნობით, მან დამწვრობა ტანზე, ზედა კიდურებსა და  სახეზე მიიღო და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრშია გადმოყვანილი. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მას მცირე დაზიანებები აქვს მიღებული ხელებზე და სამეციდინო დახმარება სასწრაფოს ექიმება შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს.

დეპუტატის საცხოვრებელ სახლში ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ.

იტვირთბა....