ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მებრძოლ სამ უცხოელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს – გენპროკურორი

თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. სასამართლომ უკრაინის არმიის შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სამ უცხოელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს. ორი ბრიტანელის, შონ პინერისა და ეიდენ ესლინის და ასევე, მაროკოს მოქალაქის, საადუნ ბრაჰიმის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზე გამოძიებას უკრაინული მხარე აწარმოებს.

ვენედიქტოვას თქმით, ჟენევის კონვენციის თანახმად, ეს პირები კომბატანტი იმუნიტეტით სარგებლობენ და როგორც სამხედრო ტყვეები, არ შეიძლება იყვნენ დასჯილი საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობისთვის.

UNIAN-ის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რუსეთის მიერ უცხოელებისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი მოლაპარაკებების ფსონებს ზრდის.

 

 

იტვირთბა....