[su_quote]ლობიო რომ ლობიოდ დაგვრჩეს მარტო და გასაყოფი გაგვიხდეს, იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ეს ხელისუფლება იმიტომ ისჯება, რომ მშვიდობაა ქვეყანაში. დღეს წყდება საქართველოს სუვერენიტეტის ბედი, თორემ ბატონების და პატრონების ცვლით, მონობა არ მთავრდება, გინდა რუსი ბატონი გყავდეს და გინდა ამერიკელი. თუ ევროპის გზა ბიძინას სანქცირებებზე გადის, იმაზე, რომ ჩვენ ომში ჩაგვითრიოს, არ გვინდა, ბატონო. არც ეგეთი ევროპა გვინდა, არც ეგეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა, მივხედავთ ჩვენს თავს, სულ მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით[/su_quote]
ამის შესახებ მუსიკოსმა და წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში “იმედი LIVE“ განაცხადა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას, რომლითაც ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი.