ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატის თქმით, ივანიშვილი ფაქტობრივად, უკვე სანქციების პირობებშია

ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 4 მარტის შემდეგ, არა გაცხადებული სანქციების პირობებშია. ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატმა TV იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდა.

“ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები, არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციები. ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი, განმახორციელებელი ან ორგანიზატორია, თითქოს მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ის ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას”, – აცხადებს ყიფიანი.

მისი თქმით, მალე, სამართლებრივი გზით ამ საკითხს გადაჭრიან.

“მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, კანონის ენით და სამართლიანობის მოშველიებით. ჩვენ ბოლოში გავალთ. ამ საქმეზე ისეთი პროგრესი გვაქვს, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურეს გაწბილება მოუწევს იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში”, – აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი.

იტვირთბა....