[su_quote]გამოჩნდა მელია? მოკითხვა გადაეცით. როგორც ჩანს, პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ გაშვებული და გამოაჩინეს. ფორმალური თავმჯდომარე საჭიროა, ხანდახან ალბათ, განცხადების გაკეთებასაც აიძულებენ. ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვს, ვინ არის მელია, რომ არა ხანდახან მისი გაკეთებული განცხადებები. მაგათ რაც შეუძლიათ მაქსიმუმი გააკეთონ, შეკრიბონ თავიანთი ამომრჩეველი თავიანთ ოფისში, მეტი რესურსი მათ არ აქვთ. ნიკა მელიამ რა ვადა უნდა დააწესოს, განულებულია, პარტიაშიც არავინ არაფერს ეკითხება, მისი სიტყვა არ გაიშვას არსად, ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა რადიკალური ოპოზიციური პარტიის[/su_quote]
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ აქციის დაანონსებასთან დაკავშირებით.