ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გაიდაი: რუსებმა მარცხი განიცადეს – სევეროდონეცკის რეგიონალური ცენტრი უკრაინელების ხელშია

ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცხადებით, სევეროდონეცკის ქუჩებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. როგორც გაიდაი Telegram-ზე წერს, ლუგანსკის რეგიონის ის ნაწილი, რომელსაც ოკუპანტები არ  აკონტროლებენ, მძიმე დაბომბვის ქვეშ მოექცა, თუმცა, მისი თქმით, რუსები მარცხს განიცდიან.

“დღეს, რუსებმა ისევ მარცხი განიცადეს. რეგიონალური ცენტრი უკრაინელების ხელშია. ლისიჩანსკი-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია”, – წერს გაიდაი.

იტვირთბა....