საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მესამე მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია სტუმრად 0-3 დაამარცხა და ჯგუფი 9 ქულით ლიდერობს.
გოლები: ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს. მომდევნო შეხვედრა 12 ივნისს ბულგარეთთან, დინამო არენაზე შედგება.