“გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო ახალი ეპოქის დაწყებას. უდიდეს მადლობას ვუხდი ევროპის კავშირს, აშშ-ს.
ჩვენმა მეკავშირეებმა დღეს ფაქტიურად გადაარჩინეს საქართველოს თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და მომავალი.
იწყება სრულიად ახალი ეპოქა.
მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბედურების ავტორსა და ორგანიზატორს, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, აღიარე საკუთარი გაკოტრება და დაუყონებლივ გამოაცხადე ახალი არჩევნები!
ახალ არჩევნებამდე ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს დროებითი, ტექნიკური, არაპოლიტიკური მთავრობა! ეს არის ერთადერთი გამოსავალი” . – აცხადებს, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.