„ქართული ოცნება” გვართმევს ევროპულ პერსპექტივას – ივანიშვილი სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა-პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები და ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“რეზოლუცია პირველ რიგში არის ქართველი ხალხისთვის გაგზავნილი გზავნილი. ახლა ისე, როგორც არასდროს გვჭირდება დაფიქრება, ამ კატასტროფულ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ, სამშობლო გვიხმობს. “ქართულმა ოცნებამ” ჩვენ წაგვართვა სახელმწიფო, “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა მიიტაცეს საქართველოს ხელისუფლება, გვართმევს ევროპულ პერსპექტივას. ის დროა, როცა ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, დროა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ, ვინც მეტს და მეტს აკეთებენ, რომ როგორმე ასცდეს საქართველო ევროპისკენ ინტეგრაციის გზას.”,-განაცხადა ვაშაძემ.