ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე: სააკაშვილის დროს თავისუფალი სიტყვა ჩახშული კი არა, წიხლნაკრავი იყო, დღეს სად არის ჩახშული?

[su_quote]მე კომუნისტური რეჟიმიდან მოვდივარ, იმ სისტემისგან თავდაღწეული ვარ, სადაც ერთსა და იმავეს ლაპარაკობდნენ კრემლის დავალებით. მერე მოვიდა სააკაშვილის რეჟიმი და ყველა ტელევიზია ლაპარაკობდა მხოლოდ შეკვეთას და თავისუფალი სიტყვა ჩახშორბილი კი არ იყო, იყო საერთოდ წიხლნაკრავი. ახლა მარტო ოპოზიციურ ფლანგზე არის იმხელა ტელევიზიათა რესურსი, მაშინ იყო ოთხი ტელევიზია, ახლა არის 20 ტელევიზია, მე არ ვლაპარაკობ რეგიონალურ ტელევიზიებზე, რომლებიც 100-ზე მეტია. მასმედია, ჟურნალისტები სახლში მოგაკითხავენ, იქ გართმევენ ინტერვიუს, არის აბსოლუტური ღიაობა, აბა როგორი კომენტარი გავაკეთო? ხალხი ხომ ხედავს ამას ყველაფერს და ის, რა დამოკიდებულებაც არის ჟურნალისტებთან, ასეთივე დამოკიდებულება არის ყველგან, ექიმებთანაც, მასწავლებლებთანაც… ოლიმპიურ ჩემპიონებს გაგილანძღავენ, ისტორიას გაგილანძღავენ, აბა, სად არის ჩახშული სიტყვა? ეს ყველაფერი ხომ ჟურნალისტების მეოხებით ვრცელდება[/su_quote]

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების კრიტიკული კომენტარების შეფასებისას, “მეტრონომთან” საუბარში განაცხადა.

ამავე თემაზე: “მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლია”, – კუბიულიუსი

ამავე თემაზე: “ჟურნალისტების გაჩუმება, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა, საქართველოს აშორებს კანდიდატობის ამბიციებისგან” – პეტრას აუსტრევიჩიუსი

ამავე თემაზე: “საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მედიის დევნაში მონაწილეობენ” – ევროპარლამენტარი

 

იტვირთბა....