ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური საკითხებით მანიპულირება ხდება საგარეო პოლიტიკურ ველზე, როდესაც სააკაშვილის თემა განსახილველ საკითხებს შორის სახელდება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოზე დანიშნულ დებატებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ქვეყნის შიდა საქმეებზე ასეთი აქცენტის გაკეთება კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მმართველი გუნდის ოპონენტების ბრიუსელში მუშაობის შედეგია და ჩანს, რაში ხარჯავენ ისინი საკუთარ ლობისტურ შესაძლებლობებს.

„სწორედ ამისკენ არის ყველა ლობისტური მცდელობა მიმართული, რომ შიდაპოლიტიკური საკითხები გაიტანონ საგარეო საკითხებად და საბოლოო ჯამში, ამით შიდა პოლიტიკაზე მოახდინონ გავლენა. როდესაც სააკაშვილის თემა და ა.შ. სახელდება განსახილველ საკითხებს შორის, ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ ხდება შიდაპოლიტიკური საკითხებით მანიპულირება საგარეო პოლიტიკურ ველზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ვიწროდ, არაპატრიოტულად უყურებენ ჩვენი ოპონენტები საკუთარ როლს მოცემულ ისტორიულ მომენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....