ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

როცა გყავს ოლიგარქი მმართველი, ერთპარტიული სისტემა და აბსოლუტურად უზურპირებული ხელისუფლება, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია EU-ს წევრობა – ბურჯანაძე

“ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა, სიტყვათა წყობა და ა.შ ძალიან რთულად შეიძლება შეფასდეს პოლიტკორექტული ლექსიკონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არანაირ კორექტულობაში არ ჯდება ხელისუფლების საქციელი. “ოცნებამ” ყველა სიჩქარე ძალიან სწრაფად აკრიფა, ყველაფერი ცუდისკენ და მივიღეთ ის, რომ ჩვეულებრივია არა არგუმენტებით საუბარი, არამედ ერთმანეთის ლანძღვა-გინება. საქართველოს ისტორიის კრიტიკულ მომენტში, როდესაც ჩვენს ქვეყნას ისტორიული შანსი გაგვიჩნდა, ჩვენ იმ დონეზე არ აღმოვჩნდით, რომ სტატუსი მივიღოთ, მაგრამ თუ ეს არ მოხდა ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. როცა გყავს ოლიგარქი ჩრდილოვანი მმართველი, ერთპარტიული სისტემა და აბსოლუტურად უზურპირებული ხელისუფლება, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, ხელისუფლებას, სასამართლოს, პრეზიდენტს, ახლა უკვე მედიასაც ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ევროკავშირის წევრობა.”განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში პოლიტიკოსმა, ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....