“ვფიქრობ, რომ ქალბატონ, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება მოუწევს, ის არ იქნება ამით ბედნიერი, მაგრამ მოუწევს. ამ რეზოლუციის შემდეგ, რომელსაც მიიღებენ, იწვალებენ მაგრამ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაც მოუწევთ, როგორი ფორმით ეს სხვა არის. სიგნალი არის ის, რაც რეზოლუციაში წერია, რომ ადამიანი შევიდა ჯანმრთელი ციხეში და ადამიანის ჯანმრთელობა ყოველდღიურად უარესდება. კი ნელა იქოქება დასავლეთი, მაგრამ კარგად უნდა ესმოდეს “ქართულ ოცნებას” მოეშვან ამ რაღაც პროვინციულ, ბოგანო ქირქილს. თუ დასავლეთმა გაახილა თვალი და ამოგიჩემა საფლავის ქვას აღარავინ აღარ დაგადებს ბიძინა ივანიშვილს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ მათზე 10 ჯერ უფრო ძლიერი ოლიგარქები წკავწკავებენ.” – განაცხადა ოპოზიციონერმა, გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში.
იტვირთბა....