ნებისმიერი საათი, რომელსაც ერთმანეთთან კინკლაობაში ვკარგავთ შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვაგოთ პასუხი ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ქვეყანას ჰყავს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი.
“როდესაც ევროპისკენ მივდივართ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც ქვეყანას ჰყავს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი. ასეთი მაგალითი არ არსებობს და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი ამ ისტორიულ მოცემულობაში. როდესაც ვსაუბრობთ ამ შანსებზე და ჩვენკენ იშვერთ ხელს იმას ნიშნავს, რომ ამით მხოლოდ სპეკულირებთ, იმიტომ რომ გადაწყვეტილება თქვენ ხელშია. სულ რამდენიმე საათი გვაშორებს იმასთან თუ რა შედეგი დადგება დღეს. ნებისმიერი საათი, რომელსაც ერთმანეთთან კინკლაობაში ვკარგავთ შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვაგოთ პასუხი ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ქვეყნის რეპუტაციისთვის, ქვეყნის შანსის გამო, საკუთარი ეგო უკან დავწიოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ეს არის პატრიოტიზმი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.