ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლავროვი: მოხარული ვიქნებით, თუ ქართველ კოლეგებს 3+3 ფორმატში მონაწილეობის სურვილი ექნებათ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უახლოეს მომავალში 3+3 ფორმატის შეხვედრა გაიმართება. როგორც რუსული გამოცემა Report იუწყება, ანკარაში, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე მოხარული იქნება, თუ საქართველო მსგავს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

“ლავროვმა აღნიშნა, რომ ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს ამ რეგიონალურ ფორმატში მონაწილეობის მიღება, თუმცა, მოხარული იქნებიან, თუ ისინი ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას მოისურვებენ”, – მოჰყავს Report-ს ლავროვის სიტყვები.

იტვირთბა....