[su_quote]უზრდელობა და ძალადობა, ვისგანაც არ უნდა იყოს, ჩემთვის პირადად მიუღებელია. მე ვარ მომხრე, რომ ეთიკის ნორმები უნდა დავიცვათ და ნებისმიერი სათქმელი შეიძლება ვთქვათ ეთიკური და აკადემიური ფორმით. მე ასეთი მოსაზრება მაქვს[/su_quote]
ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა სეფაშვილი “მეტრონომთან” საუბარში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას.
ცნობისთვის, რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა სიტყვებით – “არავის გადაუღუნოთ”.