ახალი ამბები ჯანდაცვა

“ეს კიბოს მიზნობრივი თერაპიის უახლესი აღმოჩენაა” – წერეთელი

წამალი, რომლის სამიზნეც არის ცილა, რომელიც აძლიერებს სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდას, მოქმედებს სიმსივნეების წინააღმდეგ ამ ცილის დაბალი დონის შემთხვევებში, – ამ კვლევის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ვრცელ განმარტებას აკეთებს.

„5 ივნისს the New England Journal of Medicine – ში (NEJM) გამოქვეყნდა მეტად საინტერესო კვლევის შედეგები. ამ კვლევამ პირველად, აჩვენა, რომ წამალი, რომლის სამიზნეც არის ცილა, რომელიც აძლიერებს სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდას, მოქმედებს სიმსივნეების წინააღმდეგ ამ ცილის დაბალი დონის შემთხვევებში.

ეს არ არის განკურნება, მაგრამ კიბოს მიზნობრივი თერაპიის ამ უახლესმა აღმოჩენამ შეიძლება გახსნას მკურნალობის ახალი შესაძლებლობები ათასობით ქალბატონისათვის, რომლებსაც აქვთ სარძევე ჯირკვლის კიბო.

ამ დრომდე, სარძევე ჯირკვლის კიბო კატეგორიზებული იყო როგორც HER2-დადებითი – თუ კიბოს უჯრედებს აქვთ მეტი ცილა, ვიდრე ნორმალურ შემთხვევაში, ან HER2-უარყოფითი. ექიმებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კვლევაში აცხადებენ რომ მათი კვლევები შესაძლებელს ხდის ახალ კატეგორიის “HER2- დაბალი” შემოღებას, რაც ხელ შეუწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობას.

სარძევე ჯირკვლის კიბოს გვიან სტადიის მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარი, რომლებიც ადრე HER2-უარყოფითი კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, შეიძლება რეალურად HER2-დაბალი კატეგორიას განეკუთვნებოდნენ და უფლებამოსილი გახდნენ პრეპარატის მიღებაზე.

პრეპარატი არის ენჰერტუ, ანტისხეულ-ქიმიოთერაპიის კომბინაცია, რომელსაც აძლევენ ინტრავენურად. ის აღმოაჩენს და ბლოკავს HER2 პროტეინს სიმსივნურ უჯრედებზე, და იმავდროულად შეჰყავს ძლიერ კიბოს მკვლელ ქიმიურ ნივთიერება ამ უჯრედებში. ის მიეკუთვნება წამლების შედარებით ახალ კლასს, რომელსაც ეწოდება ანტისხეულ-მედიკამენტის კონიუგატი(antibody-drug conjugates)

ახალ კვლევაში, წამალმა გაახანგრძლივა დრო, რომლის განმავლობაშიც პაციენტები ცხოვრობდნენ კიბოს პროგრესირების გარეშე და გააუმჯობესა გადარჩენა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც სტანდარტული ქიმიოთერაპია ეძლეოდათ.

კვლევამ შეადარა Enhertu მკურნალობა სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან დაახლოებით, 500 პაციენტში HER2-დაბალი სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომელიც ვერ მკურნალობდა ოპერაციით. წამალმა შეაჩერა კიბოს პროგრესი დაახლოებით 10 თვით, მაშინ როცა რეგულარულ მკურნალობის ჯგუფში ეს დაახლოებით 5 1/2 თვე იყო. პრეპარატმა გააუმჯობესა გადარჩენა დაახლოებით ექვსი თვით (17,5 თვიდან 23,9 თვემდე).

წამალმა, რომლის ღირებულებაც თვეში დაახლოებით 14000 დოლარია, შეიძლება სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, განსაკუთრებით სასუნთქ სისტემაში. ექიმებმა უნდა დარწმუნდნენ, რომ პაციენტები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ სუნთქვის პრობლემებს, რათა მოხდეს პრეპარატის შეწყვეტა და პაციენტებს სტეროიდებით მკურნალობა. მისი მიღება გრძელდება მანამდე, სანამ პაციენტს ეს შეუძლია“ – წერს ზაზა წერეთელი.

იტვირთბა....