[su_quote]მაინტერესებს ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი – თქვენამდე, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ბატონი [კახა] კუჭავა, რომელიც წასვლამდე თუ გათავისუფლებამდე, თუ კაცმა არ იცის, როგორ დაიკარგა ეს კაცი, ამბობდა, რომ მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით. ისე წავიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენ დაგვიანონსეთ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე უნდა გადართულიყო. იქნებ გვითხრათ, სად არის ეს კაცი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებს, რა უფრო მნიშვნელოვანი პროექტი ჩააბარეთ მას, ვიდრე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა?[/su_quote]
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
ცნობისთვის, დღეს პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.