ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ – ზელენსკი მაკრონს

ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ. – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი არ უნდა დაამცირონ, რათა დიპლომატიური გადაწყვეტისთვის კარი ღია იყოს.

„არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება. რაზე ვსაუბრობთ? იმაზე, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს კლავენ. ემანუელს სიღრმისეულად ესმის პროცესი, მას ესმის მინსკის დოკუმენტის დეტალები, ყველა შეთანხმება, რომელიც რუსულ მხარესთან დაიდო და არ შესრულდა…

არც კი მივიჩნევ, რომ უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ. ამიტომ საპასუხოდ არავის დამცირებას არ ვაპირებთ, იგივე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....