“ცუდი მდგომარეობა იქნება საქართველოსთვის თუ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუს არ მოგვცემენ, ეს იქნება ქვეყნის პოზიციონირება აგრესორის წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში წინ არ წავა არაფერი, სანამ ყველაფერს სახელს არ დავარქმევთ, სანამ აი ამ ტვინების გამორეცხვას, რომ თურმე საქართველო არის დღეს ეკონომიკურად წარმატების მაგალითი, მაშინ როცა 200 000 ბავშვი ფინანსდება, რომ მათ უბრალოდ საჭმლის ფული არ აქვთ, ეკონომიკა არ იზრდება, როცა ქვეყნის მოსახლეობა ეკონომიკის მინიმუმზეა, ეს არის ქვეყნის წარმატება?. დღეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყდება თუ სად ვიქნებით, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ მაჩანჩალა ქვეყანა, რომ ქართველებს არ ეყოთ ძალა რომ ტყუილზე ეთქვათ, რომ ეს არის ტყუილი და არ სურთ ტყუილში ცხოვრება და არ ეყოთ ძალა, რომ მატყუარა ხელისუფლება გაესტუმრებინათ, იმიტომ რომ ვაიმე უარესში არ აღმოვჩნდეთ.” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
იტვირთბა....