ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი “მუცლით მეზღაპრეა” – ბოკერია

საოცარი “მუცლით მეზღაპრეა” ღარიბაშვილი, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთბულ განცხადებებს, სადაც პრემიერი ევროპელების გაოცებაზე საუბრობს.

ბოკერიას თქმით, ღარიბაშვილს ვინმეს შეცდომაში შეყვანის საშუალება არ უნდა მისცენ.

„საოცარი მუცლით მეზღაპრეა ღარიბაშვილი, მართლა გამორჩეული. სცენა რომ წარმოვიდგინოთ, ღარიბაშვილი ზის და ევროპელები გაოცებას უზიარებენ, როგორი ცუდი ოპოზიცია გყავსო. ხომ უნდა მოიფიქრო ეგეთი ბოდვა? ჩვენ საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ასეთი ბოდვითი ნიაღვრით ვინმე შეცდომაში შეიყვანოს. მთავრობაში არიან ივანიშვილი და მისი პაიკები და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არიან. საქართველოსთვის მწარე სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა არის ხელისუფლებაში, ღარიბაშვილის, ან ნებისმიერი სხვისი სახით, ჩვენი შანსი, რეალური თავისუფლების მოპოვების, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, დაცულობისა და სამშვიდობოს გასვლის, სამწუხაროდ, არის ნული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....