ახალი ამბები მთავარი

რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე ისევ დაარღვია-თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაბაზებზე განგაში გამოცხადდა

რუსულმა სუ 34–მა თურქეთის საჰაერო საღვარი ორჯერ გაფრთხილების მიუხედავად პარასკევს საღამოს გადაკვეთა. რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს პენტაგონიც ადასტურებს და მხარეებს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვისგან ნატო-ს საჰაერო სივრცის პატივისცემას მოითხოვს ნატო-ს გენერალური მდივანიც.

გუშინ ქვეყნის საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარეს. მოსკოვში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ანკარის მიერ გავრცელებულ ცნობას უსაფუძვლო პროპაგანდა უწოდეს. ინციდენტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის სურვილი.

თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაბაზებზე განგაშის მომატებული – “ნარინჯისფერი” დონე გამოცხადდა. განგაშის მომატებული დონე ითვალისწინებს “ყველაფრისადმი სრულ მზადყოფნას” და პილოტების დაუყოვნებლივ რეაგირებას მეთაურებთან შეთანხმების გარეშე.

იტვირთბა....