დღეს, დილით ხელვაჩაურში ადგილობრივებმა მდინარე ჭოროხთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით ამ დროისთვის ცხედარი გადასვენებულია ბათუმის პროზექტურაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.