ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რეზნიკოვი: ოპტიმისტური პროგნოზით, რეალურია, რომ სრულმასშტაბიანი ომი წელს დასრულდეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლებელია, რომ სრულმასშტაბიანი ომი წელს დასრულდეს. ამის შესახებ რეზნიკოვმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე GLOBSEC-2022 განაცხადა.

“რუსეთი განაგრძობს ჩვენი სახელმწიფოს ოკუპირების მცდელობას. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზით, რეალურია, ეს ამ წელს მოხდეს”, – აცხადებს რეზნიკოვი.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.

“შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაჩეროთ რუსეთი და მომავალშიც უნდა შევაკავოთ ის”, – აცხადებს რეზნიკოვი.

 

იტვირთბა....