უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში იმ სტრატეგიულ ჩანაფიქრზე ისაუბრა, რომლითაც ამჟამად რუსეთი მოქმედებს. მისი თქმით, ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას ფიქრობენ.
“რუსი ოკუპანტები უკრაინის რამდენიმე რეგიონსა და რაიონულ ცენტრს უმიზნებენ. მათი ჩანაფიქრია, დაიპყრონ ხერსონისა და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქები, შევიდნენ ზაპოროჟიესა და მიკოლაევში, რაც წინაპირობას შექმნის დნეპრსა და ოდესაზე შემდგომი თავდასხმისთვის. უცნობია, რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდებათ იმისთვის, რომ თავი მოუყარონ ჯარს ამ ამოცანის შესასრულებლად, მაგრამ გაჩერებას არ აპირებენ”, – ამბობს არესტოვიჩი.