ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რა უპასუხა რომის პაპმა უკრაინელ ბავშვს, რომელმაც უკრაინაში ჩასვლა სთხოვა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, სან-დამაზოს სასახლებში ბავშვებს უმასპინძლა. მათ შორის იყო უკრაინელი ბიჭუნა, რომელმაც პაპს მიმართა – “მე არ მაქვს კითხვა, თხოვნა მაქვს – შეგიძლიათ, უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?”

ამის პასუხად, რომის პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს, მაგრამ შესაფერის მომენტს ელოდება, რადგან მისივე თქმით, მისმა იქ ჩასვლამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი.

“ბედნიერი ვარ, რომ აქ ხართ. ბევრს ვფიქრობ უკრაინაში მყოფ ბავშვებზე და ამიტომ, რამდენიმე კარდინალს ვთხოვე, რომ იქ დახმარება აღმოუჩინონ და მხარში ამოუდგნენ ხალხს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. უკრაინაში ჩასვლა მინდა, მაგრამ ამისთვის შესაფერის მომენტს უნდა დაველოდო, რადგან ადვილი არ არის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიოს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე სარგებელი. შესაფერისი მომენტი უნდა მოვძებნო, რომ ეს გავაკეთო”, – აღნიშნა პაპმა პასუხად.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიღებს, რომლებსაც უკრაინაში მის შესაძლო ვიზიტზე უნდა ესაუბროს – “ვნახოთ, რა გამოვა აქედან”, – ამბობს პაპი ფრანცისკე.

იტვირთბა....