ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი აღარ არსებობს – ლიმანის მერი

კიევის ოლქის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი მიწასთან არის გასწორებული. ქალაქში, რომელიც რუსებს სრულად აქვთ ოკუპირებული, დაახლოებით 7,5 ათასი მაცხოვრებელი რჩება. ისინი ყოველგვარი საცხოვრებელი პირობების – გაზის, წყლის და დენის გარეშე არიან დარჩენილი.

“ქალაქი უბრალოდ აღარ არის, რაშისტებმა ის სრულად გაანადგურეს. იქ მყოფი ადამიანების ევაკუირების შესაძლებლობა ჯერ არ არსებობს”, – ამბობს ჟურპავლევი.

როგორც გამოცემა UNIAN წერს, რუსი ოკუპანტები ქალაქ ლიმანში 30 მაისს გამაგრდნენ.

 

იტვირთბა....