[su_quote]არსებობს რისკი, რომ მოლდოველებს იმედი გაუცრუვდებათ ამდენი ძალისხმევის შემდეგ, რომ ამ ძალიან რთულ გარემოსა და რეგიონში ვერ მივიღებთ საკმარის მხარდაჭერას, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი. არ აქვს მნიშვნელობა კონსოლიდირებული დემოკრატიაა, თუ გარდამავალი დემოკრატია, როგორც მოლდოვას შემთხვევაში. დემოკრატიის დასაცავად ძალისხმევაა საჭირო. როდესაც ვამბობ, რომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ეხება ქვეყნების დახმარებას, რომ ისინი დარჩნენ დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილად, რომ არ მიატოვონ ისინი და მერე უკვე აღარ იცოდნენ, რა შანსები აქვთ. ამ შემთხვევაში, დემოკრატია დამოკიდებულია ევროკავშირზე[/su_quote]
ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
შეგახსენებთ, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისახებად განაცხადი აქვთ გაკეთებული და პასუხს ამ თვეში ელოდებიან.