გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი გახდა იძულებული, დაეტოვებინათ საცხოვრებელი. ამას გარდა, გაეროც ცნობით, დღეისთვის 15 მილიონზე მეტ უკრაინელს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და ეს რიცხვი მზარდია.
“სულ რაღაც სამ თვეში, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი გახდა იძულებული, დაეტოვებინა საკუთარი სახლი. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან“, – აცხადებს გენერალური მდივნის თანაშემწე და გაეროს კრიზისების კოორდინატორი ამინ ავადი, რომელიც დასძენს, რომ იძულებით გადაადგილების მასშტაბებისა და ვადების გათვალისწინებით, ეს უპრეცენდენტო რიცხვია.