aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: ვინც ირონიით უყურებდა ხელისუფლების პრეტენზიას კანდიდატობაზე, ახლა ისე გვევლინება, თითქოს მთავარი წამყვანებია პროცესის

რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს და სწორი ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი მიჰყავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს. სწორედ მთავრობისა და „ქართული ოცნების“ პირობებში შესაძლებელი გახდა პროგრესი. პროგრესი, რადგან 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელსაც გარწმუნებთ, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. ამის შემდეგ, სწორად გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი, აცხადებდა პრეტენზიას, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს, ახლა ყველა სხვა, რომლებიც ირონიით და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს მთავარი წამყვანები არიან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ “საქართველოს პირველი არხის” ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

იტვირთბა....