[su_quote]ვფიქრობ, დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინას თუ მოლდოვას. დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტი. ევროკავშირმა თავად გახსნა ეს შესაძლებლობა, როდესაც გავაკეთეთ განაცხადი. თავად დააჩქარა პროცესი, კითხვარის შედგენას როდესაც სჭირდება თვეები, რამდენიმე კვირაში შეადგინა. ჩვენც პასუხები მოგვთხოვა არა ერთ წელიწადში, არამედ ერთ თვეში. ამით ჩვენ მოგვცა, სამივე ქვეყანას, რომ მზად არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ახლა დროა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი[/su_quote]
“საქართველოს პირველი არხის” ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.