ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა დონეცკის ოლქში ეკლესია დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდა ლავრა დაბომბეს. ეკლესია ცეცხლშია გახვეული. როგორც 24tv კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრ ალექსანდრე ტკაჩენკოზე დაყრდნობით წერს, სასულიერო პირების გარდა  ეკლესიას 300-მდე ლტოლვილი აფარებდა თავს.

“უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დონეცკის ეპარქიაში ადასტურებენ, რომ შენობას 300-მდე ლტოლვილი იყო, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მოხუცები და 60-მდე ბავშვი, მათ შორის, ჩვილები აფარებდნენ თავს”, – წერს ტკაჩენკო სოციალურ ქსელში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრის განცხადებით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

იტვირთბა....