ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ეს შევძელით! რეზოლუცია მიღებულია” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე Facebook-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ALDE-მ (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის) საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
“ჩვენ ეს შევძელით! რეზოლუცია მიღებულია, ალდე მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას! აბსოლუტური უმრავლესობით, დღეს ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა ALDE-ს ევროპული ოჯახისგან. ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მიღებული არის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით”, – აცხადებს ვაშაძე, რომელიც რეზოლუციის კენჭისყრას ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ესწრებოდა.

შეგახსენებთ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭებასთან დაკავშირებით პასუხს ამ ივნისში ელოდება.

იტვირთბა....