“მე ვნახე თელავში აქცია, პარაკლისი გადაუხდია საპატრიარქოს, მთელი პროპაგანდაა და რახან რუსეთთან გაფორმდა ტრაქტატი მაშინ, ჩათვალეს, რომ კარგი სიმბოლოა ერეკლე მეორე, იცავენ იდეას, რომ ჩაწოლით უნდა გადარჩე. ერეკლე მეორემ გააკეთა ის, რაც გააჩნდა ერთადერთ შანსად, მან გააკეთა არჩევანი თვლიდა, რომ საქართველო გადარჩებოდა ამ გზაზე, ეს კაცი მთელი ცხოვრება იბრძოდა. მცდარად თუ არა მცდარად.
ერეკლემ თქვა, რომ ახლა უნდა გავრისკო, რომ გადავრჩე და სისხლისღვრის ასაცილებლად რომ ჩავწვე, დავიღუპებიო. ჩვენ ამ თვალსაზრისით უკეთეს ვითარებაში ვართ, სანამ უკრაინაში ომი მიდის რუსეთს არ შეუძლია.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში.