ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვხვდებით პარტნიორებს და ვუხსნით, რომ შესაძლოა ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ „ევროკავშირი“ ქართველი ხალხის არჩევანია, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.
„ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვხვდებით პარტნიორებს და ვუხსნით, რომ შესაძლოა ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ „ევროკავშირი“ ქართველი ხალხის არჩევანია! საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე მოგვიანებით. ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების დამსახურება. ამ არჩევანის გზაზე უნდა იაროს ყველა ხელისუფლებამ. პარტნიორებს ვუხსნით, თუ რა გზა გამოიარა ქვეყანამ, რა არის ჩვენი ფასეულობები. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ქვეყანას ჰქონდეს პერსპექტივა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მისივე თქმით, კონკრეტული დათქმებით სტატუსის მინიჭება უფრო რეალისტურია, რაც „ქართულ ოცნებას“ მარწუხებში მოაქცევს. მთავარია ამ მოკლე პერიოდში „ოცნებამ“ ისე არ გააფუჭოს ვითარება, რომ ეს ოპტიმიზმიც გაქრეს.