მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მზად ვარ კომპრომისზე წავიდე ყველასთან, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები დგას პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა. მაშინ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ნიკა მელიას და კობახიძეს კი არა, ვისაც გინდა იმას ჩამოვართმევ ხელს, ეს არის მიდგომა. მაგრამ, როდესაც ეს ხალხი ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, მაშინ უბრალოდ ვეუბნები, რომ გაჩუმდით! 3 კვირა რა გახდა ვერ ვხვდები, არ შეუძლიათ სხვა რამეზე ილაპარაკონ?! რა უკეთესია, რომ გამოვიდნენ და სტრატეგიულ პარტნიორებს ღალატი ან ახალი ფრონტის გახსნა დააბრალონ?