ახალი ამბები მთავარი ციტატა

სრულად კონოსლიდირებული ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილია – გახარია

ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სრულად კონოსლიდირებული ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილია. ასე უპასუხა “პალიტრანიუსის” ეთერში, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს?

“მე დღეს ვარ ნამდვილ ოპოზიციაში, ქალბატონი პრეზიდიენტის ინტერვიუ მინდა გაგახსენოთ, ნიშანდობლივი რამ თქვა, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით წელიწადნახევარია პრობლემები დაიწყოო და წელიწადნახევარია ბიძინა ივანიშვილი არ მინახავსო. ღრმად დარწმუნებული ვარ, ვიცი რომ სრულად კონოსლიდირებული ქვეყნის სათავეში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია.” – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დღეს პრობიძნურია.

“დღევანდელი ხელისუფლება მკაფიოდ იაზრებს რომ მისი სტრუქტურა სრულად ავტორიტარულია, მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი მესიჯი პარტნიორებისთვის, ჩვენ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ, ამას ამბობენ პირდაპირ, მათ უნდათ ეს სტატუსი ოღონდ, ისე, რომ ყველამ აღიაროს, რომ ეს რაღაც სპეფციფიური ქართული დემოკრატიაა, თუ ვერ მივიღებთ ევროკავშირის სტატუსს ეს დაბრალდეს სხვას. დღეს “ოცნება” არც პროევროპულია, არც პრორუსული და სამწუხაროდ არც პროქართული, “ოცნება” არის პრობიძინური.” – განაცხადა გახარიამ.

 

იტვირთბა....