პუტინის შეჭრამ იმ მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა მოიტანა ევროპაში, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
“დღეს მე-100 დღეა. პუტინის შეჭრამ იმ მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა მოიტანა ევროპაში, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ამ ომს აქვს უდიდესი შედეგები გლობალურ მშვიდობაზე, განვითარებასა და საკვების უსაფრთხოებაზე.
დღეს არის მომენტი, დავამტკიცოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელების გმირული თავდაცვის მიმართ, რათა დავარწმუნოთ, რომ ისინი გაიმარჯვებენ, პუტინი კი დამარცხდება.” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.